როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, არც "ოცნება" გახდება კეთილი და ზიზღის კამპანიაზე უარს არ იტყვის - მანჯგალაძე

24.01.24 15:52
როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, არც "ოცნება" გახდება კეთილი და ზიზღის კამპანიაზე უარს არ იტყვის - მანჯგალაძე

შეეცდება თუ არა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბინძური მეთოდების გამოყენებას - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, დიფ ფეიკების გამოყენების ერთ-ერთი ინიციატორი შესაძლოა, იყოს მოშე კლუგჰაფტი, რომელიც ახლა მმართველი პარტიის პიარ ტექნოლოგია.

მანჯგალაძე ამბობს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება, ოპოზიციის დისკრედიტაცია და მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიის ნაწილია, რადგან გასული არჩევნების პერიოდში იგი "ოცნების" მრჩეველი იყო და როგორც ირკვევა, მისი ერთ-ერთი მეთოდი დიფ ფეიკების გავრცელებაში მდგომარეობდა.

პირდაპირ გეუბნებით, რომ როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, არც "ქართული ოცნება" არ გახდება კეთილი და ზიზღის კამპანიაზე, ცილისწამებასა და სიცრუის ტირაჟირებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ არ მიეხმარება უბრალოდ ეს. მარტო პიარ სტრატეგს ვერ დავაბრალებთ ამას. "ქართული ოცნებაც" საკმაოდ მიდრეკილია სიცრუისკენ, ბოროტებისკენ, სიძულვილის ენისკენ, უბრალოდ მოშე ამას ახალისებს, ალბათ, თორემ ეს "ქართული ოცნების" ბუნება არის", - ამბობს მანჯგალაძე.

"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას აპირებს", - ეს სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა გააკეთა. ყოფილი პრემიერის პარტია "ოცნებიდან" გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება.

ანუ, რას ნიშნავს ეს - ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები