გომელაურის სიძის გამო დასჯილი პოლიციელი - ანდრია სიხარულიძის საქმე სააპელაციოში ინაცვლებს
დაიწყებს თუ არა სააპელციო სასამართლო პოლიციელის სარჩელის განხილვას? - ვახტანგ გომელაურის სიძის გამო სამაგალითოდ დასჯილი პატრულ-ინპეტორის საქმე სააპელაციოში ინაცვლებს. ანდრია სიხარულიძეს ახლა განაჩენი მოსმაართლეთა კოლეგიამ უნდა გამოუტანოს.
7 წლიანი პატიმრობა კი საპატრულო პოლიციის იფიცერს უკვე მისჯილი აქვს. ადვოაკტები და ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სამართლიანი სასამართოს პირობებეშ გამამართლებელი განაჩენი დადგება და პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ქრთამის აღების ბრალებით ანდრია სიხარულიძე ციხეში გაუშვა, გაუქმდება.
ჩვენს მიერ კანონით დადგენილ ვადაში, ერთიანი ვადი დასრულებამდე შეტანილი იქნა სააპელაციო საჩივარი ანდრია სიხარულიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოში და დღესაც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსგან ვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ანდრია სიხარულიძის მიერ რაიმე სახის თანხის აღებას. საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი პირის, დაზარალებულის რუსეიშვილის ჩვენება, რომელიც იყო არათანმიმდევრული და სასამართლო სხდომაზე დადასტურდა აღნიშნული სიყალბე, - ამბობს სიხარულიძის მამა.
"შაბათის ეთერის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლაშა ჯოხაძეა. სასამართლო პროცესზე ანდრია სიხარულიძე მის სახელს და გვარს პირდაპირ აასახელებს და ამბობს, რომ ეს სწორედ მაღალჩინოსანი ესწრებოდა ფაქტს, როდესაც ზორბა მიხანაშვილი სიხარულიძეს ხელბორკილების დადებით დაემუქრა.
ლაშა ჯოხაძე "პირველებთან" აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს "შეთითხნილი ტყუილია"
სკანდალური ამბავი „შაბათის ეთერმა" გაასაჯაროა. ანდრია სიხარულიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახი ტერორში სასამართლო დარბაზში, ფიცის ქვეშ ამხილა. უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11 წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.