ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი სტრასბურგში ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარეს შეხვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარეს იან ლიდელი-გრეინჯერს შეხვდნენ.
ანა წითლიძის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა იყო.
შევხვდით ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში - იან ლიდელი-გრეინჯერს. მთავარი განსახილველი საკითხები იყო მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებლები." – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.