გომელაურის სიძის სკანდალი - პირველი ინტერვიუ პოლიციის მაღალჩინოსანთან, რომელიც საქმის პირდაპირი მოწმეა
პირველი ინტერვიუ პოლიციის მაღალჩინოსანთან, რომელიც გომელაურის სკანდალის პირდაპირი მოწმე და ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტია - ლაშა ჯოხაძე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმეში დევს ანდრია სიხარულიძის ჩვენება. გომელაურის სიძის გაჩერებისთვის სამაგალითოდ დასჯილი კაცი დეტალურად აღწერს, რომ მას მინისტრის სიძე ციხეში გაშვებით სწორედ საპატრულო პოლიციის უფროსის თვალწინ ემუქრებოდა.
ყოფილი პატრულ-ინსპექტორის საქმემ კი სააპელაციოში გადაინაცვლა. ადვოკატები ანდრია სიხარულიძისთვის ქრთამის აღების ბრალდებისა და შვიდ-წლიანი სასჯელის გაუქმებას ითხოვენ. ოჯახის წევრებიც და უფლებადამცველებიც ამბობენ, რომ ყოფილ პოლიციელს გომელაური მისი სიძისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო სჯის და ბრალდება გამოგონილია. საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, დანაშაულის ინსცენირება კი აგენტ პროვოკატორის საშუალებით მოახდინეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.