ღარიბაშვილი კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევაშია მხილებული - მთავრობა განკარგულებებს მალავს
ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის, ადმინისტრაციული კოდექსისა და მთავრობის რეგლამენტის დარღვევაშია მხილებული - უკვე სამ წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს გასაიდუმლოებულ რეჟიმში იღებს და განკარგულებებს არ ასაჯაროებს. მხოლოდ გასულ წელს ღარიბაშვილმა 500-ზე მეტი განკარგულება გამოსცა და არცერთი არ გამოაქვეყნა. ამიტომ მკვლევრებს უჩნდებათ კითხვა, თუ რას მალავს საქართველოს მთავრობა.
საქმე ეხება კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პრაქტიკულად უსასყიდლოდ გადაცემას. შეღავათების დაწესებას "ოცნების" ფავორიტი ბიზნესმენებისთვის. თუ მთავრობას დასამალი არაფერი აქვს, მაშინ რატომ მალავს დოკუმენტებს. სისტემის დახურვა კორუფციულ რისკებს ზრდის. ამ რისკებს კი ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი ფაქტები.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.