ოფიციალური კიევის პასუხის მოლოდინში - დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებასთან სააკაშვილის საკითხზე?
ოფიციალური კიევის პასუხის მოლოდინში - დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე? მესამე პრეზიდენტის უფლებების დასაცავად დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვანები და პოლიტიკოსები გაერთიანდნენ. ათეულობით ადამიანის ხელმოწერილი დოკუმენტის ადრესატები უკრაინის რადას დეპუტატები, პროკურატურის მაღალჩინოსნები და ქვეყნის პრეზიდენტია.
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი - ითხოვენ მიმართვის ავტორები. ერთი მიზნისთვის გაერთიანებული მოქალაქეები თანხმდებიან, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაშია მხილებული. ამ მიზნით კი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის პროკურატურამ უნდა გადადგას, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ახლა საინტერესოა, რით უპასუხებს უკრაინის მთავრობა თბილისიდან გზავნილებს. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ერთხელ უკვე მოუწოდა, რომ გადასცენ უკრაინას მიხეილ სააკაშვილი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.