"ოცნების" პოპულისტური კანონი და შავი ხვრელი მევახშეებისთვის
"ოცნების" მიერ მომზადებული პოპულისტური კანონი, რაც მევახშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - შედეგი სახეზეა. 2018 წლიდან დღემდე რეკორდულად გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც სახლებიდან გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს. "ოცნებამ" მევახშეობა კანონით აკრძალა, მაგრამ ფულის გამსესხებლებს დაუტოვა შავი ხვრელი, რითაც ისინი წლებია სარგებლობენ.
მევახშესთან აღარ ფორმდება სესხის ხელშეკრულება, ამის ნაცვლად ორ პირს შორის იდება ნასყიდობის შეთანხმება. თუ მოქალაქე კერძო პირისგან ვალს აიღებს, სანაცვლოდ მისი ბინა ავტომატურად გამსესხებლის სახელზე ფორმდება. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მევახშის საკუთრებაში რჩება. იურისტები ამბობენ, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულებები, რის შედეგადაც ქვეყანაში პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.