თანამედროვე ტექნოლოგიები ოპონენტების გასაშავებლად - ემზადება თუ არა ხელისუფლება "დიფ ფეიკების" კამპანიის დასაწყებად

24.01.24 20:27
თანამედროვე ტექნოლოგიები ოპონენტების გასაშავებლად - ემზადება თუ არა ხელისუფლება "დიფ ფეიკების" კამპანიის დასაწყებად

 

 

თანამედროვე ტექნოლოგიები ოპონენტების გასაშავებლად - ემზადება თუ არა ხელისუფლება დიფ ფეიკების კამპანიის დასაწყებად. ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებას საქართველოში კანონი არ არეგულირებს და ხელისუფლებასაც არანაირი შეზღუდვა არ ექნება. გიორგი გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციის წინააღმდეგ სწორედ ყალბი ვიდეოები გამოიყენოს. გახარია თვითაქტუალიზაციით არის დაკავებული - ასე პასუხობს "ქართული ოცნება" ექსპრემიერის მორიგ ბრალდებებს. 

დიფ ფეიკების მსხვერპლი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი გახდა. მათ შორის ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი. ახლა კი ეს ტექნოლოგია შესაძლოა გადამწყვეტი არჩევნების წინ "ოცნების" სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდეს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მთავარი პიარ კონსულტანტი მოშე გლუგჰაფტია - ოპონენტების გაშავების გამორჩეული ექსპერტი და ცნობილი სისხლიანი ბილბორდების ავტორი.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები