ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ივანიშვილის სახელი ისმის, სრულ პანიკაში არიან - კობახიძე

25.01.24 10:55
ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ივანიშვილის სახელი ისმის, სრულ პანიკაში არიან - კობახიძე

ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, ეს რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია სრულ პანიკაში ჩააგდო.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემდგომ გაძლიერებას და შემდგომ გამყარებას ნიშნავს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ოპოზიციის პანიკა, რაც მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ 30 დეკემბრიდან ერთი დღე ვერ ჩააგდეს. სინამდვილეში, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ყოველდღე ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეს შიში ყოველდღიურად გამოხატონ, მაგრამ იმდენად არიან ემოციებს აყოლილი, რომ ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სრულ პანიკაში არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი სამტავრობო მედიის ეთერში.

მსგავსი სიახლეები