აგენტი და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია - „ხალხის ძალის" მორიგი იერიში სალომე ზურაბიშვილზე
„ხალხის ძალის" მორიგი იერიში სალომე ზურაბიშვილზე - გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, აგენტი და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი უწოდა.
როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება.
„საერთოდ ასეთია სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი. ნუ ახლა, უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს და სტატუსი, კი ბატონო, დავარქვათ რაც გნებავთ. როდესაც უცხოური ძალის ინტერესების გატარების პროცესში შედიხარ, მერე უკვე შენ თითქმის აღარ გეკითხებიან, სად იქნები, რას გააკეთებ, ვისთან შეხვალ კოალიციაში და ა.შ
ზოგი ამერიკულ მუსტანგზე შემხტარი აპირებს ქართული არჩევნების მოგებას, ზოგი „ლეიბების რევოლუციას" აანონსებს, ზოგს გაერთიანება უნდა, ოღონდ ვისთან ჯერ არ იცის, ზოგი ცალკე გამოდის, მაგრამ სად გამოდის, ჯერ არ იცის. ეს მოცემულობა არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში და ამას, რა თქმა უნდა, ხვდება მათი პატრონი - უცხოური ძალის წარმომადგენელი, ამიტომაც არის რომ, ჰოი, საოცრებავ და ამზადებენ ფორმალურად არჩეულ ზურაბიშვილს. ამის ალბათობა არის, რომ 2-3 თვით ადრე ოპოზიციას შეუერთონ, რაც, რა თქმა უნდა, იქნება „კარგი“ იმისთვის, რომ რაც დარჩენილი არის აქა იქ, სულ მცირედი რესურსი ზურაბიშვილის, ისიც აღარ ექნება და რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოხდება განხეთქილება იქ, სადაც იქნებიან ერთად გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და თავზე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.