საქართველოში ოლიგარქიული კლეპტოკრატიაა - დეკანოიძე
"ქართული ოცნების" გეზი დაღმავლობისკენ - "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე "პირველებთან" იმ საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილზე დგას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში კრემლის გავლენა იგრძნობა, რადგან საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა და კორუფცია ყვავის.
დეკანოიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ ტემპით გააგრძელებს განვითარებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა გართულდება.
საქართველოში არის ოლიგარქიული კლეპტოკრატია, რაც არის პრინციპში გათანაბრებული ისეთ რეჟიმებთან, როგორიც არის, მაგალითად რუსეთში. რუსული მმართველობის სტილი ნიშნავს ოლიგარქიული, კორუფციული მმართველობის სტილს, ამიტომ უკრაინასა და მოლდოვას რომ ჩამოვრჩებით ეს დადასტურდა, როდესაც ჩვენ შარშან კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ. ახლა მოლაპარაკებების გახსნას ველოდებით და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გახსნაც არის ის, რაც ძალიან გართულდება შემოდგომაზე, თუ ჩვენ ამ მდგომარეობამდე მივალთ და დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩავატარებთ. ის რეფორმები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ევროკავშირმა გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა გაიწეროს და გაკეთდეს, ზუსტად გულისხმობს იმას, რომ საქართველო იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ერთ-ერთი წამყვანი", - ამბობს დეკანოიძე.