სამწუხაროა, რომ "ოცნების" არასწორმა პოლიტიკამ საქართველოს ლიდერის სტატუსი დააკარგვინა - ბუჩუკური
"სამწუხაროა, რომ "ოცნების" არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს ლიდერის სტატუსი დააკარგვინა", - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შედეგებს.
მან ფაქტს სამწუხარო უწოდა და თქვა, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქვეყნის დაღმავლობაზე ხაზი არაერთხელ გაუსვეს.
სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველო სულ რაღაც 3-4 წლის წინ იყო ქვეყანა, რომლითაც ამაყობდნენ, როგორც ევროკავშირში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, ამაყობდა ნატო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვამაყობდით ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიში სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.