ე.წ. ენჯეოებს სიმართლესთან ისეთი ზიზღი აქვთ, როგორც ალბათ, არცერთ დიქტატორს არ ექნებოდა - ღუდუშაური POLITICO-ს სტატიაზე
ე.წ. ენჯეოებს სიმართლესთან ისეთი ზიზღი აქვთ, როგორც ალბათ, არცერთ დიქტატორს არ ექნებოდა - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური POLITICO-ს სტატიას.
ღუდუშაურის თქმით, პუტინიზაციის გზას სწორედ ის წარმომადგენლები ადგანან, რომლებსაც ეს სტატია ეფუძნება.
ეს სტატია რასაც ეფუძნება, აი ის წარმომადგენლები ადგანან სწორედაც პუტინიზაციის გზას, ერთი-ერთში. პირდაპირ შეგიძლიათ ასე აიღოთ და წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს. არაფერი მათში არ იცვლება. ე.წ. ენჯეოებს სიმართლესთან და ობიექტურობასთან აქვთ ისეთი ორგანული ზიზღი და მიუღებლობა, როგორც ალბათ, მსოფლიოში არცერთ დიქტატორს არ ექნებოდა. მათ ჰქონიათ, რომ ვინმეს მაგათი სჯერათ, რომ თურმე, მოლდოვის სასამართლო ჯობია ქართულ სასამართლოს. აი მაგათი ეს სიმართლე ისეთივეა ახლოა ჭეშმარიტებასთან, როგორც დღე და რამე", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
"საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება", - ამ სათაურით აქვეყნებს POLITICO სტატიას და წერს, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო გაყო. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირს, ხოლო ზოგი, მათ შორის, საქართველო პუტინის დიქტატურის გზას მიჰყვება.
სტატიის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი დემოკრატიული უფლებების, არჩევნების, პოლიტიკური პლურალიზმისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საგრძნობლად შემცირებულია.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა, ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია.