ოპოზიცია პოლიტიკურ ბურუსშია გახვეული - ღუდუშაური
სამი მოსამართლის კონკურსი და უკონტროლო ძალაუფლების მოპოვების მცდელობა - "ოცნება" ამტკიცებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამი მოსამართლის შეცვლისთვის გამოცხადებული კონკურსი ღია და გამჭვირვალეა.
ღუდუშაურმა პოლიტიკურ ოპონენტებს "ბურუსში გახვეულები" უწოდა და თქვა, რომ ოპოზიცია ხალხისგან მინიჭებულ მანდატს შესაბამისად არ იყენებს.
გადმოწიეთ კადრები და ნახეთ. სადაც გასაუბრება მიმდინარეობდა, მაგალითად უზენაეს სასამართლოს თანდებთან მიმართებით, ბოლო პერიოდის გასაუბრებებს ვგულისხმობ, დამისახელეთ, ვინ გახსენდებათ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც გამოიყენეს ქართველი ხახლისგან მინიჭებული მანდატი, დასვეს კითხვა, დააფიქსირეს პოზიცია. ვინ გახსენდებათ? თქვენ ასეთს ვერ დამისახლებთ, ამიტომ როდესაც ხარ შენს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბურუსში და ე.წ. ბაბლში გახვეული და გამოდიხარ, ამას ავრცელებ, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. პროცესი არის ღია, პროცესი არის გამჭვირვალე. ერთი მხრივ, იძახიან, რომ პროცესები იწელება და არ არის დანიშნულიო, შემდეგ იძახიან, რატომ უნდა დავნიშნოთო, მოკლედ მათი ეს ზრახვები არის აბსოლუტურად ნული", - ამბობს ღუდუშაური.