გამომშვიდობება 15 მილიონიანი პროექტით - რის გამო დააჯილდოვა "ოცნებამ" წერეთლიდან გაგდებული კომპანია
რატომ გაუფორმეს 15 მილიონიანი კონტრაქტი კომპანიას, რომლის შავ სიაში შეყვანაც თბილისის მერიამ მოთხოვა? ირკევვა, რომ კომპანია "ერ-ტე-დემ", რომელმაც წერეთლის გამზირი გადათხრილი და უფუნქციო დატოვა, ახალი შეთავაზება შავ სიაში შეყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
ახლა გზების დეპარტამენტი თავის მართლების რეჟიმშია გადასული, ამტკიცებენ, რომ ახალი გზების მშენებელობა "ერ-ტე-დე" იქამდე ჩააბარეს, ვიდრე კომპანიას შავ სიაში შეიყვანდნენ. საუბარია 18 რიცხვზე, არადა ამ დროს საჯარო სივრცეში დიდუბის ჩავარდნილი პროექტის შესახებ უკვე ყველა ღიად მსჯელობდა და მერიას პასუხებს სთხოვდნენ.
წარმოუდგენელ კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს ის, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე დაბლოკილი რეალურად, შავ სიაში ჩავარდნილი, სამუშაოებჩავარდნილი კომპანია, რომელსაც 16 იანვარს შეუწყდა ხელშეკრულება, 18 იანვარს ახალი, 15 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა სახელმწიფო უწყებამ გზის დაგებასთან დაკავშირებით. ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა, ძარცვა სახელმწიფო ბიუჯეტის, რომელზეც პასუხისმგებელია "ოცნება" და პერსონალურად ივანიშვილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებებით იძარცვება სახელმწიფო ბიუჯეტი, რის გამოც ვერ ხდება უამრავი სოციალური პროექტის განხორციელება", - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
"ფლანგვის დეტექტორში" კი "ერ-ტე-დეს" მიერ 2015 წლის შემდეგ მოგებულ ტენდერებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ოცნებას", სავარაუდოდ, აღნიშნული კომპანიის მიმართ ვალდებულებები აქვს და სწორედ ამიტომ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში აჩუქეს 15 მილიონიანი პროექტი.
ეს კომპანია, უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან", ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც მისმა მფლობელმა "ოცნებას" შესწირა 25 ათასი ლარი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მილიონობით ლარის ტენდერის მოგება და 2015 წლიდან დღემდე მას აქვს 165 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოგებული, მათ შორის ის წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც მერიამ შეუწყვიტა და ამის მერე შავ სიაში იქნა გადაგზავნილი ეს კომპანია, თუმცა ჯერჯერობით შავ სიაში არ არის შეყვანილი. შავ სიაში შეიყვანენ ფორმალურად, ვინაიდან ამას გვერდს ვერ აუვლიან ამხელა სკანდალის შემდეგ, თუმცა 15 მილიონიანი ტენდერი ამ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში აჩუქეს იქამდე, სანამ ერთი წელი შავ სიაში იქნება. შემდეგ ალბათ, ისევ გააგრძელებს ტენდერების მოგებას. როგორც ჩანს, "ოცნებას" გარკვეული ვალდებულებები აქვს ამ კომპანიასთან, ვინაიდან ამ კომპანიის ერთი მფლობელი მმართველი გუნდის შემწირველია, ხოლო ყოფილი მფლობელი და მოქმედის ოჯახის წევრი არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე მოწვევის წევრი", - ამბობს დავით მჟავანაძე.
კომპანია "ერ ტე დე", რომელიც წერეთლის გამზირიდან გაუშევს, ინფრასტურქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი დაკვეთა მისცა.