ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის - ექსპრემიერის გუნდის პასუხი კობახიძეს
"კობახიძეს ვუპასუხებდი თავისივე სიტყვებით, ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის", - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კობახიძის მტკიცებით, "ყველა ოპოზიციური პარტია ბარიერს ქვემოთ არის".
ბუჩუკურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი პარტიული აქტივის გულის მოგებისკენაა მიმართული.
მაშინაც კი, როდესაც ოცნებას მართლა მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ვგულისხმობ, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს - მხარდაჭერის რაოდენობა 50%-მდეც არ ასულა. მაგრამ რეალური მიზანი, რასაც ემსახურება კობახიძის ან ნებისმიერი სხვის განცხადებები, არის გამხნევება საკუთარი თავის და საკუთარი პარტიული აქტივის.
არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენი გუნდი წინასაარჩევნოდ გაერთიანებას არ აპირებს და არ გვჭირდება, უბრალოდ. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ოპოზიციაში გიორგი გახარია არის პირველი ლიდერი და არა მხოლოდ ოპოზიციაში, სხვათა შორის.
ირაკლი კობახიძის სიტყვებს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძის სიტყვებით - ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის", - ამბობს ბუჩუკური.