კომისია, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას და ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის - შეასრულებს თუ არა "ოცნება" EU-ს რეკომენდაციას?
რეკომენდაცია, რომლის უგულებელყოფასაც "ოცნება" ცდილობს?! - სასამართლო რეფორმისთვის ევროკავშირი საქართველოსგან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას ითხოვს. საჭიროა, რომ უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში მაღალ თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების საქმიანობა და დეკლარაცია შეისწავლონ. ამისთვის ქვეყანაში წესით სპეციალური კომისიაა უნდა შეიქმნას. ეს ევროკომისიამ ჯერ კიდევ რვა ნოემბერს, საქართველოსთვის მომზადებულ ანგარიში ჩაწერა, თუმცა უკვე იანვრის ბოლოა და ამ დრომდე არც კომისია შექმნილა და არც სამუშაო ჯგუფები. არადა, ამ დროს პრემიერ მინისტრმა რეფორმებზე მუშაობაა იანვარში დააანონსა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების შეთავაზებას ელოდებიან. ამასთან, ერთი საკითხია შექმნის თუ არა სახელისუფლებო პარტია სასამართლოების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს და მეორე, თუ კი ასეთი ფორმატი შეიქმნება, როგორ იმუშავებს ის ზემოარნიშნულ რეფორმაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის, რომ კომისიამ შეფასება გააკეთოს მოსამართლეების საქმიანობის შესახებ, რომელსაც შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტული მოსამარეთლეების თანამდებობებზე დანიშვნის ან სისტემიდან გაშვების დროს დაეყრდნობა.
ევროკავშირის მხრიდან არის კონკრეტული მოთხოვნა იმისათვის, რომ შეიქმნას ორი ჯგუფი, ორი საბჭო, ორი კომისია და ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს მათი საქმიანობა, თუ ისინი უკვე დანიშნულები არიან კონკრეტულ თანამდებობებზე და გასცეს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩნენ თუ არა ეს პირები სასამართლო სისტემაში. ეს არის, ფაქტობრივად, რევოლუციური ცვლილებები.
მეორე კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას, ის შეხედავს ქონებრივ დეკლარაციებს ყველა მოსამართლის, ვინც მუშაობს სასამართლო სისტემაში და აქაც, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები და თუ ხელისუფლება ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემული არის ევროკავშირის მხრიდან, წესით, ამ თვის ბოლომდე ჩვენ გვეცოდინება ამ კომისიასთან დაკავშირებით, რა ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებს გვთავაზობს ხელისუფლება.
მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე მტკივნეული საკითხი ხელისუფლებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული მოსამართლეები დაასანქცირა, ესეც არ გახდა ხელისუფლებისთვის საფუძველი, რომ ეს მოსამართლეები გაუშვან სასამართლო სისტემიდან", - ამბობს ეკა გიგაური.
ზუსტად ხუთ დღეში პარლამენტში უნდა შევიდეს კანონპროექტები სასამართლოსა და ანტიკორუფციულ რეფორმაზე, თუმცა ამ როდემდე ოპოზიციასთან ერთად მუშაობა არ არის დაწყებული. "პირველებმა" ვერ ნახა ვერც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც ოცნებისგან მუშაობის შესახებ შეთავაზება მიიღო.
არადა, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, (სასამართლოს და ანტიკორუფციულ რეფორმა) ახლა პარლამენტში ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან ერთად უნდა მუშაობდნენ.
ცნობილია, რომ მთავრობის სამოქმედოო გეგმა ისე შეიმუშავეს, რომ მაგიდასთან არავინ მიუწვევიათ, ახლა კი ცვლილებებს ისე აანონსებენ, რომ რას ან როგორ შეცვლიან არ ვიცით.