მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს - ოცნება" EU-ს რეკომენდაციის უგულებელყოფას ცდილობს

25.01.24 15:53
მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს -  ოცნება" EU-ს რეკომენდაციის უგულებელყოფას ცდილობს

 "მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს" - "ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციის უგულებელყოფასაც ცდილობს.

მმართველი პარტიისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, კონკრეტულმა კომისიამ თუ ჯგუფმა შეისწავლოს მოსამართლეების საქმიანობაში. 

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს პირდაპირი ჩარევა იქნება მოსამართლეთა საქმიანობაში, რაც ქართულ კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. 

მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს. ჩვენ არ გამოვალთ საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და არ გამოვალთ არც იმ საერთაშორისო, მსოფლიოში უპირობოდ აღიარებული პრაქტიკიდან, რასაც ჰქვია, რომ ვიღაცებმა, ვისაც სამართლებრივად ამაზე წვდომა არ გააჩნია, დაიწყოს მოსამართლეების საქმიანობის შეფასება", - ამბობს ქადაგიშვილი.

ზუსტად ხუთ დღეში პარლამენტში უნდა შევიდეს  კანონპროექტები სასამართლოსა და ანტიკორუფციულ რეფორმაზე, თუმცა ამ როდემდე ოპოზიციასთან ერთად მუშაობა არ არის დაწყებული.  "პირველებმა" ვერ ნახა ვერც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც ოცნებისგან მუშაობის შესახებ შეთავაზება მიიღო. 

არადა, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, (სასამართლოს და ანტიკორუფციულ რეფორმა) ახლა პარლამენტში ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან ერთად უნდა მუშაობდნენ. 

ცნობილია, რომ მთავრობის სამოქმედოო გეგმა ისე შეიმუშავეს, რომ  მაგიდასთან არავინ მიუწვევიათ, ახლა კი ცვლილებებს ისე აანონსებენ, რომ რას ან როგორ შეცვლიან არ ვიცით. 

 

მსგავსი სიახლეები