"ოცნების" პირობებში რეფორმების ჩემპიონიდან მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით - ვაშაძე

25.01.24 15:54
"ოცნების" პირობებში რეფორმების ჩემპიონიდან მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით - ვაშაძე

"ოცნების" პირობებში რეფორმების ჩემპიონიდან მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შედეგებს.

ვაშაძის თქმით, კლანურ სასამართლოში რომ ისევ არიან მურუსიძე-ჩინჩალაძეები და სწორედ ამის შესახებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის დასკვნაც.

"ქართულ ოცნებასთან" ერთად ამ ქვეყანას არ ეშველება, რადგან ისინი აცდენილები არიან რეალობას. ფაქტია, რომ რეფორმების ჩემპიონიდან ფაქტობრივად, ჩვენ გავხდით მაჩანჩალა ქვეყანა "ოცნების" პირობებში. "ოცნება" ხომ არ იტყვის, რომ მე ვძარცვავ ქვეყანას, კორუმპირებული ვარ, არ შემომყავს აქ კომპანიები, კლანურ სასამართლოში ისევ არიან მურუსიძე-ჩინჩალაძეები, ამაზე აღიარებით ჩვენებას ხომ არ მოგცემთ? ეს არის ფაქტობრივად დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლოზე, კორუფციაზე. სანამ ოლიგარქიული მმართველობაა ამ ქვეყანაში, საქართველოს ევროკავშირის პრესპექტივა არის ძალიან შორის. კოალიციურ მმართველობას ახლოს მოჰყავს ეს პერსპექტივა. ეს ორჯერ ორი ოთხია", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსს, ჩვენმა ქვეყანამ მესამე ადგილი დაიკავა. უახლესი მონაცემებით დადგინდა, რომ ოფიციალური კიშინოვი და კიევი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რეფორმებს უფრო ეფექტურად ახორციელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ უკუსვლაა სხვადასხვა სფეროში განიცადა, რის გამოც სახეზეა დაუძლეველი პოლიტიკური პოლარიზაცია, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს სომხეთმაც კი აჯობა.

ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ - ეს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრის სიტყვებია ინტერვიუდან, რომელიც მან "პოლიტიკოს" მისცა. როგორ დაადგა ერთ დროს დემოკრატირიის შუქურა ქვეყანა დიქტატორი პუტინის გზას? მაღალი სანდროობით ცნობილი გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში უკუსვლა ყველა სფეროში შეინიშნება. სახეზეა დემოკრატიის ჩაძირვა და მმაღთველობის ხარისხის გაუარესება.  მიმოხილულია რუსული კანონის მიღების მცდლეობა და თბილისის ქუჩებში მიმდინარე ანტირუსული აქციებიც. 

მსგავსი სიახლეები