ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან - წავა თუ არა პრემიერი ოკუპანტ ქვეყანაში

25.01.24 17:01
ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან - წავა თუ არა პრემიერი ოკუპანტ ქვეყანაში

წავა თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთში - ირაკლი ღარიბაშვილს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე  დიასპორის დღეზე დასასწრებად იწვევს. 

საქართველოს მთავრობის მეთაურს მოსაწვევი უკვე გამოუგზავნეს. ცეცხლაძის თქმით, მათ ძალიან უნდათ, რომ ღონისძიებას პრეზიდენტიც დაესწროს. 

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მთავარ ღონისძიებებზე ჩამოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამემამულეების ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებს დაესწრონ. წელს ჩვენ გავუგზავნით მოწვევას საქართველოს პრემიერმინისტრს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება" - ამბობს ცეცხლაძე.

მსგავსი სიახლეები