29 იანვარს, 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, "ოცნებამ" ოპოზიციაც მიიწვია

25.01.24 17:14
29 იანვარს, 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, "ოცნებამ" ოპოზიციაც მიიწვია

29 იანვარს, 9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა," - განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები