რუსეთში გადასახლებული ბიჭი რუსულ ჯარში გაიწვიეს, რა შეიძლება იყოს უფრო ცინიკური? - ზელენსკას მიმართვა
შეფასდეს ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაცია უკრაინელი ხალხის გენოციდად - უკრაინის პირველმა ლედიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა.
ოლენა ზელენსკამ ასამბლეის წევრებს ის ტრაგიკული ისტორიები მოუყვა, რისი გავლაც ბავშვებს ომის დროს უწევთ.
მინდა გიამბოთ ბიჭზე მარიუპოლიდან, სხვა ბავშვებთან ერთად ის რუსეთში გადაასახლეს, სადაც 18 წელი შეუსრულდა და გაიწვიეს რუსულ ჯარში - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ცინიკური? მძევლად აყვანილი ბავშვი, რომელსაც სახლი რუსებმა გაუნადგურეს, იძულებულს ხდიან დედისა და ძმების მკვლელს ემსახუროს. ბავშვის გადარჩენის პროცესში წარმოიშვა კიდევ ერთი პრობლემა - შედარებით უფროსებმა იციან, ვინ არიან მათი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, თუმცა, სრულიად უიმედო მდგომარეობაში არიან ასაკით პატარები, რთულია მათი ახლობლების პოვნა და ტყვეობიდან მათი გამოხსნა. ეს არის მცირე ისტორია 388 დაბრუნებული ბავშვიდან, საერთო ჯამში, 9 ათასზე მეტი ბავშვია რუსული ტყვეობის მსხვერპლი,“ - ამბობს ოლენა ზელენსკა.
საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს.