გენოციდია თუ არა რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების მიმართ მოპყრობა? - რას ამბობენ "ოცნებაში"

25.01.24 17:27
გენოციდია თუ არა რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების მიმართ მოპყრობა? - რას ამბობენ "ოცნებაში"

გენოციდია თუ არა რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების მიმართ მოპყრობა? - ამ კითხვაზე „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს. მიიღებს თუ არა საქართველოს პარლამენტი შესაბამის საპასუხო რეზოლუციას, დეპუტატებს პასუხი არ აქვთ. 

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იცნობს, რასაც მხარი მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც დაუჭირეს და მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ბავშვების დეპორტაციის უკრაინელი ხალხის გენოციდად შეფასებას. 

ანრი ოხანაშვილი კითხვაზე - აფასებს თუ არა გენოციდად რუსეთის ქმედებებს, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვას სპეკულაციად და მანიპულაციად მოიხსენიებს.

მე არ ვიცნობ ჯერ რეზოლუციას, როგორ შევაფასო? თქვენ იცით, რამდენ საერთაშორისო აქტზე ვართ შეერთებული, უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო? სამწუხაროა, რომ მანიპულირებთ, სხვა კი არაფერია,“ - ამბობს ოხანაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები