რუსები ცდილობენ უკრაინელი ბავშვები აქციონ რუსებად, ეს გენოციდია - რადას დეპუტატების მიმართვა

25.01.24 17:27
რუსები ცდილობენ უკრაინელი ბავშვები აქციონ რუსებად, ეს გენოციდია - რადას დეპუტატების მიმართვა

შეფასდეს ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაცია უკრაინელი ხალხის გენოციდად -  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა სიტყვით მიმართეს.

გსმენიათ სახელი და გვარი გოგელ მალევიჩი, მსოფლიო მას იცნობს, როგორც მხატვარ მალევიჩს, მაგრამ უმეტესი თქვენგანი ფიქრობს, რომ ის რუსია, მაგრამ ეს ასე არ არის. ის უკრაინიდანაა, რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს უკრაინელები რუსებად ექცია, ხოლო ისინი ვინც ვერ აქცია რუსებად, უბრალოდ მოკლა. ასობით უკრაინელი ბავშვი მოკლეს, ვინც რუსად არ იქცა, ახლა რუსები ცდილობენ უკრაინელი ბავშვები აქციონ რუსებად, ეს გენოციდია,“ - ამბობს ოლექსი გონჩარენკო.

სამწუხაროდ, მხოლოდ 400-მდე შემთხვევა გვაქვს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების, მაგრამ რა უნდა ვთქვათ ათასობით ბავშვზე, თუ მკითხავთ, რა შემიძლია გავაკეთო - გთხოვთ, უთხარით თქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს, რომ დაგვეხმარონ, ამან შეიძლება წლები წაიღონ, თუმცა სანამ ვერ ვმოქმედებთ, რუსები უკრაინელ ბავშვებს საკუთარი ძმების და დების დასახოცად ფრონტის ხაზზე უშვებენ,“ - ამბობს ლიზა იასკო.

საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს. 

მსგავსი სიახლეები