მოსამართლეების საქმიანობას არ შევამოწმებთ - "ქართული ოცნება"
"ქართული ოცნება" ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს, ხელისუფლება უარს ამბობს, გადახედოს მაღალჩინოსანი მოსამართლეების საქმიანობას და დეკლარაციებს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე მტკიცებით, ასეთი რამ პარტნიორებს "დაჟინებით" არ მოუთხოვიათ:
არსად, მითუმეტეს ასეთი ულტიმატუმის ენით, მოთხოვნილი იყოს რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, არ არის დაფიქსირებული. რაიმე ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მოთხოვნილი არ არის. შესაბამისად, ჩვენთვის ეს საკითხი ამ ფორმით დღის წესრიგში არ დგას და კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე ვერც დადგება. სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე"- თქვა ანრი ოხანაშვილმა.
სასამართლო რეფორმისთვის ევროკავშირი საქართველოსგან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას ითხოვს. საჭიროა, რომ უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში მაღალ თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების საქმიანობა და დეკლარაცია შეისწავლონ. ამისთვის ქვეყანაში წესით სპეციალური კომისიაა უნდა შეიქმნას. ეს ევროკომისიამ ჯერ კიდევ რვა ნოემბერს, საქართველოსთვის მომზადებულ ანგარიში ჩაწერა.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ 29 იანვარს, 9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.