უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია გამოსცადა, იმავეს გამოვლა მოუწია საქართველოსაც - ჰასლერი

25.01.24 17:38
უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია გამოსცადა, იმავეს გამოვლა მოუწია საქართველოსაც - ჰასლერი

„უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა, იმავეს გამოვლა მოუწია საქართველოსაც,“ - ეს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა დომინიკ ჰასლერმა გააკეთა.

ჰასლერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე საქართველოში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს საქართველოს საკანონმდებლო დონეს.

მოხსენება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების უფლებების შესახებ ძალიან მძიმეა. მინდა გითხრათ, რომ ამ რეგიონებს მართავენ დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებსაც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებელია, ასევე დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა 2024 წლიდან 2027 წლის ჩათვლით, რომლის მიზანია საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის უკეთ ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტთან ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით,“ - განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.

მსგავსი სიახლეები