კატასტროფების რისკის მართვა - "ლელომ" გარემოსდაცვით საკითხებზე სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
კატასტროფების რისკის მართვა - ამ საკითხთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა და მიწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს.
"ლელოს" ინფორმაციით, შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიმდინარე პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა.
მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გარემოსდაცვით თემებს მიმოიხილეს კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, ჰაერის წყლისა და ტყის მართვის თემებზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
ასევე, გაიმართა დისკუსია "ლელო საქართველოსთვის" პარტიულ ხედვასთან დაკავშირებით გარემოსდაცვით საკითხებზე," - წერია "ლელოს" განცხადებაში.