ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომიც ქალაქში Bentley-ით გადაჰყავდათ
ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომლის მოშინაურებულ ლომს ქალაქ პატაიაში მანქანით ასეირნებდნენ. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს ლომი, რომელიც სახურავ გადახდილ "ბენტლის" უკანა სავარძელზე ზის.
ლომი გადაჰყავდა კაცს, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ტაილანდელი სამართალდამცავები ბრალს წაუყენებენ ასევე იმ პირს, ვინც ლომი გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში ლომის ყოლა არაკანონიერი არაა, აუცილებელია მისი ოფიციალურად დარეგისტრირება.ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამჟამად ტაილანდში კანონიერ მფლობელობაში 224 ლომია.