კონსილიუმი სააკაშვილთან - ექსკლუზიური კადრები "ვივა-მედიდან"

25.01.24 20:00
კონსილიუმი სააკაშვილთან - ექსკლუზიური კადრები "ვივა-მედიდან"

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საათიანი სამედიცინო შემოწმება დასრულებულია - კლინიკა "ვივა მედი" სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ექსკლუზიური კადრები "პირველებმა" იმ დროს გადაიღო, როდესაც, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან შემოწმებაზე შედიოდა. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილის პირველად გამოიკვლიეს. ახლა მათ დასკვნაზეა ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის საკითხი. 

სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის, ეს არის პირველი განცხადება, რაც რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდე ექიმებმა "პირველების" ჯგუფთან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ისევ ვერ მოიპოვებს უფლებას ექიმებისგან მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანაზე, არადა ივანიშვილის გუნდმა ბოლო რამდენიმე კვირა სააკაშვილის ციხეში დაბრუნების საკითხი პოლიტიკური  დღის წესრიგის მთავარ თემად აქცია

მსგავსი სიახლეები