დაზიანებულია ხერხემალი, ფეხის გულებს ვერ გრძნობს - გიული ალასანია სააკაშვილზე

25.01.24 20:05
დაზიანებულია ხერხემალი, ფეხის გულებს ვერ გრძნობს - გიული ალასანია სააკაშვილზე

 

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეიობა მძიმეა - როგორც "ტვ პირველს" მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განუცხადა, პატიმარ პრეზიდენტს ხერხემალი აქვს დაზიანებული და "ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა": 

ძალიან სუსტადაა, თუ ადგება ბარბაცებს, ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა - იატაკს ვერ გრძნობს ადამიანი. ყოველი ნაბიჯი საშიშია, იმიტომ, რომ შეიძლება, დაეცეს. ადამიანი წონასწორობას კარგავს. დაზიანებული აქვს ხერხემალი. ძირითადი მიზეზი მე მგონი, რომ ეს არის იმის, რომ ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა - თქვა ალასანიამ.  

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზე არ უსაუბრია.  

მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საათიანი სამედიცინო შემოწმება დასრულებულია - კლინიკა "ვივა მედი" სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ექსკლუზიური კადრები "პირველებმა" იმ დროს გადაიღო, როდესაც, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან შემოწმებაზე შედიოდა. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილის პირველად გამოიკვლიეს. ახლა მათ დასკვნაზეა ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის საკითხი.

მსგავსი სიახლეები