POLITICO: საქართველოს პუტინის გზა
"უსირცხვილოები და უნამუსოები" - ამ სიტყვებით ლანძღავდნენ დღეს "ოცნების" ლიდერები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შემუშავებაში მონაწილეობდა. საქართველო პუტინის გზაზე - POLITICO-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატიის მხოლოდ ეს სათაური მეტყველებს, რა მძიმე ვერდიქტი გამოუტანეს "ოცნების" ხელისუფლებას. ცნობილი გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში უკუსვლაა ყველა სფეროში და სახეზეა დემოკრატიის ჩაძირვა.
ხელისუფლების ისტერია იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც რეფორმებით საქართველოო უკრაინისა და მოლდოვას უკან აღმოჩნდა. სომხეთი კი დემოკრატიის კუთხით ჩვენზე წინ. სტატიაში ცალკე თავი ეძღვნება რუსული კანონის მიღების მცდელობას და თბილისის მასშტაბურ პროტესტს. წყობიდან გამოსული "ოცნება" თავდასხმაზე გადავიდა, თუმცა არ დააყოვნა მესამე სექტორის პასუხმაც. არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს დეტალურად უხსნიდნენ ხელისუფლებას როგორ აირჩია ქართულმა ოცნებამ რუსული გზა.