ვადაზე ადრე გამოცხადებული კონკურსი უზენაესში - სანქცირებული კლანი გავლენებს იძლიერებს
სანქცირებული კლანი სასამართლო სისტემაში გავლენებს იძლიერებს. რეფორმის ჩატარების ნაცვლად მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალური ჯგუფი სასამართლოში სავარაუდოდ პოლიტიკურად მორჩილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას დაჩქარებულ ვადებში იწყებს. ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ერთი ვაკანტური პოსტია, თუმცა კონკურსი სამ ადგილზე გამოაცხადეს. კლანი ისე ჩქარობს, რომ მოსამართლეებს ნახევარი წლით ადრე ნიშნავს.
ზუსტად 6 თვეა დარჩენილი იქამდე, ვიდრე ძველ წევრებს უფლებამოსილების ვადა გაუვა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მურუსიძე ჩინჩალაძის არაფორმალური ჯგუფი მოსწრებაზეა, თავს იზღვევს და სისტემის კარს ნდობით აღჭურვილი მოსამართლეებისთვის აღებს. კანდიდატებს კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს. ამ მოწვევის პარლამენტში კი კლანს სასურველი მოსამართლეების დამტკიცება გარანტირებული აქვს.