მთავრობის საეჭვო გარიგებები და გამომშვიდობება 15 მილიონიანი პროექტით

25.01.24 20:35
მთავრობის საეჭვო გარიგებები და გამომშვიდობება 15 მილიონიანი პროექტით

გამომშვიდობება 15 მილიონიანი პროექტით - კომპანიას, რომელიც   ჩავარდნილი სამუშაოების გამო მერიამ წერეთლის  გამზირიდან სკანდალით გაუშვა,  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  ქვეყნის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი დაუკვეთა.  კომპანია "ერ ტე დემ" ახალი შეთავაზება შავ სიაში შეყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. რატომ ადვილი მისახვედრია - კომპანიის დამფუძნებელი  ლუხუმ ქართლოსიშვილი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია. მისი შვილი კი  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია 

საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიის შესახებ განმარტებების მიღებას პირველები გზების დეპარტამენტიდან მთელი დღე ცდილობდა. ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხების  გამოგზავნის ნაცვლად, უწყების პრეს სამსახურმა წერილობითი განცხადება სხვა ტელევიზიებს გაუგზავნა, სადაც დაწერა, რომ TV პირველი იტყუება. თუმცა ამავე განცხადებაში დეპარტამენტი ადასტურებს, რომ შავ სიაში შესაყვანად   გამზადებულ კომპანიასთან   ხელშეკრულებაც გააფორმეს და მილიონებსაც მალე მისცემენ.

მსგავსი სიახლეები