უკრაინელების გენოციდის აღიარება - შეასრულებს თუ არა "ოცნება" ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას

25.01.24 20:42
უკრაინელების გენოციდის აღიარება - შეასრულებს თუ არა "ოცნება" ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას

შეასრულებს თუ არა "ქართული ოცნება" იმ ვალდებულებას, რომელიც დღეს ევროსაბჭოს წინაშე აიღო. საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან ბავშვების დეპორტაცია უკრაინელი ხალხის გენოციდად შეფასდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით დოკუმენტს მხარი ქართულ ოპოზიციასთან ერთად "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ხატია წილოსანმა და გივი მიქანაძემაც დაუჭირეს. 

ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინელების გენოციდის ფაქტს ხელისუფლება ოფიციალურად აღიარებს. ოცნებაში დაბნეულობაა. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხს მიმართავდნენ, რომ ამ თემაზე კითხვები აერიდებინათ. იყო ზოგადი პასუხები. ამბობდნენ, რომ ჯერ რეზოლუციის ტექსტს უნდა გაეცნონ. თუმცა ფაქტია, რომ დოკუმენტის მხარდაჭერის შემდეგ "ოცნებას" მოუწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

მსგავსი სიახლეები