სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის - კონსილიუმის ექიმი

25.01.24 20:09
სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის - კონსილიუმის ექიმი

 

 

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის. 

მედიკოსის თქმით, სააკაშვილს წონასწორობის კარგვა და შფოთვა და დეპრესია სახეზეა. წულაძის თქმითვე, კარგი იქნება თუ ხელისუფლება  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი. 

 

სომატურად გაუმჯობესებულია, წინა მოიმატა, ცოტა კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპათია როგორიც იყო, წონასწორობის კარგვა, ისევ ისეა.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არასტაბილურია, ესეც არ შეცვლილა. დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება.

მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა. სახელმწიფო თუ CPT-ს რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებს, ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება"- ამბობს წულაძე. 

მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საათიანი სამედიცინო შემოწმება დასრულებულია - კლინიკა "ვივა მედი" სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ექსკლუზიური კადრები "პირველებმა" იმ დროს გადაიღო, როდესაც, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან შემოწმებაზე შედიოდა. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილის პირველად გამოიკვლიეს. ახლა მათ დასკვნაზეა ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის საკითხი. 

მსგავსი სიახლეები