თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება პენიტენციურისგან - ექიმი

25.01.24 20:27
თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება  პენიტენციურისგან - ექიმი

 

 

სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტის  რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ ექიმები პაციენტის საპატიმროში გადაყვანის რეკომენდაციას არ გასცემენ. 

როგორც ექიმმა გიორგი გრიგოლიამ "ტვ პირველს" უთხრა, მართალია მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა (ამჟამად 77,400კგ-ია), თუმცა ნევროლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

მისივე თქმით, თუ მედპერსონასლს არ ჩავთვლით, გარემო არაფრით არ განსხვავდება რაფრით არ განსხვავდება.

„კახექსიის მოვლენებს ნელ-ნელა მედიცინის თვალსაზრისით კლინიკის ექიმები უმკლავდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის ისევ იმ დონეზე რჩება. შფოთვები აქვს, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება იმ გარემოსგან, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთაშორისო დასკვნაში დევს, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია და ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური [მდგომარეობა], რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება მეორეჯერ გამოიწვიოს ისევ ის სომატური დარღვევები, არ აღდგება“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ „ტვ პირველთან".

მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საათიანი სამედიცინო შემოწმება დასრულებულია - კლინიკა "ვივა მედი" სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ექსკლუზიური კადრები "პირველებმა" იმ დროს გადაიღო, როდესაც, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან შემოწმებაზე შედიოდა. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილის პირველად გამოიკვლიეს. ახლა მათ დასკვნაზეა ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის საკითხი.  

მსგავსი სიახლეები