ეს პროკურატურა იქნება თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს და მიჰქონდა სახლში - სიჭინავა

25.01.24 22:04
ეს პროკურატურა იქნება თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს და მიჰქონდა სახლში - სიჭინავა

„ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის კორუფცია იქცა საკუთარი პოლიტიკის ნაწილად... რა არის კორუფცია თუ არა ლაგუნაზე რაც ხდება, რა არის კორუფცია თუ არა ვაკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენება,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა აკეთებს.

ბერდია სიჭინავას შეფასებით, კორუფცია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა და ამის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, მათ შორის პრემიერის ჩარტერული რეისი.

დღეს კორუფცია არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი და ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ვხედავთ, რომ ბევრ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი სიუჟეტი, მათ შორის, ძალიან ბევრი ვნახეთ დეველოპერულ კომპანიებზე კანონის დარღვევით სამშენებლო ნებართვების გაცემა...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიყავი და ვკურირებდი სახელმწიფო შესყიდვას და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გვქონდა მთავრობის განკარგულება, სადაც წინასწარ ვითანხმებდით აბსოლუტურად ყველა შესყიდვას შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან. პირველი რა გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში, ეს განკარგულება გააუქმეს და ფილტრების გარეშე, რისკების დაზღვევის გარეშე ხდება ტენდერების გამოცხადება ისე, რომ არავინ უყურებს მორგებული არის თუ არა ესა თუ ის კონკრეტული შესყიდვა კონკრეტულ ორგანიზაციას. 
რა არის კორუფცია თუ არა საკუთარი ოჯახის წევრების ჩარტერებით უნივერსიტეტებში ტარება, როცა გახარია, კარგად მახსოვს, შკოდათი დადიოდა, იმ სამთავრობო ბორტზე 4-5-ჯერ შეიძლება ვიყოთ ნაფრენი, სულ ფეხით, მანქანით დადიოდა, იმიტომ, რომ უზარმაზარ  თანხებთან იყო დაკავშირებული ფრენა.

უკვე მიმართული მაქვს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.
 

მსგავსი სიახლეები