საქართველოს დემოკრატიული გავითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის - წითლიძე ევროსაბჭოს
საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ბევრი გააკეთა, ამ დრომე რუსი ოლიგარქის პირადი პატიმარია.
ამასთან, წითლიძემ მადლობა გადაუხადა ბელორუს ხალხს და კერძოდ, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელიც ბელორუსში დდემოკრატიისთვის იბრძვის.
მინდა პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ბელარუსელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებული მადლობა ქ-ნ სვეტლანა ტიხანოვსკაიას - მე მესმის რამდენად რთული, საშიშია ბრძოლა რომელშიც თქვენ ხართ, ხანდახან ჩანს, რომ იმედი არ არის, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რომ თქვენ ხართ სიმბოლო, გმირი არა მხოლოდ ბელარუსელი ხალხისთვის ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც დემოკრატიის სჯერა.
რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში დემოკრატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დემოკრატიის იმედგაცრუებაა. ამ გამოწვევების სათავეში დგას ბელორუსი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბელორუსიის დემოკრატიულ განვითარებაზე - უნდა გვახსოვდეს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ადამიანი რომელმაც გააკეთა ძალიან ბევრი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და დემოკრატიისთვის. მისი სახელი მიხეილ სააკაშვილია. ის ახლა ციხეშია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბრძანებით. ის იყო პირველი, ვინც 2008 წლის პუტინის რუსეთის სამხედრო აგრესიას წინ აღუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი - საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის - პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და რუსული ოცნების მხრიდან.
ამ გამოწვევების აღსავსე დროს, რომლის წინაშეც დგას ევროპა, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო - მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად და გავიმარჯვოთ ერთად. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ. დემოკრატია გაიმარჯვებს, - განაცხადა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.