საბა ბუაძე ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების და ურბანული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
"ლელოს” ლიდერი საბა ბუაძე შეხვედრებს ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების და ურბანული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, როტერდამში, ამსტერდამში, ჰააგასა და დელფტში მართავს.
როტერდამის ურბანული განვითარების ინსტიტუტის (IHS) დირექტორთან, დეივიდ დოდმანთან შეხვედრისას განიხილეს ურბანული განვითარების, ქალაქგეგმარების და განსახლების საკითხები.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი გამოცდილების და ცოდნის გამოყენება თბილისსა და საქართველოში. განვიხილეთ კონკრეტული პროექტების იდეები, რასაც მომავალში აუცილებლად გაგიზიარებთ.
აქ აქტიურად მიმდინარეობს შენობების სახურავებზე მწვანე სივრცეების მოწყობა, იმისთვის რომ ქალაქში არსებული მზარდი ტემპერატურა შემცირდეს, რასაც, ძირითადად, ბეტონი და შუშის შენობები იწვევს. ამ მხრივ ჩვენთან 5-7 წელში სავალალო ვითარება შეიქმნება.
ისეთი საკვანძო საკითხები როგორიცაა ტრანსპორტი, გარემო, საბინაო პოლიტიკა, დასუფთავება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანად იგეგმება, რაც 10-20 წლის ჭრილში უყურებს ქალაქს, - ამბობს საბა ბუაძე.