ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ისევ მძიმე ვითარებაა - HRC

26.01.24 11:55
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ისევ მძიმე ვითარებაა - HRC

თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობა, უკანონო დაკავებები აქციებზე და რუსული კანონის მიღების მცდელობა - ეს მხოლოდ იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც დადგენილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებისს დაცვის კუთხით, ქვეყანაში ისევ მძიმე ვითარებაა.

უახლესი ანგარიშიი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მკვლევარებმა  დეტალურად შეისწავლეს გასული ერთ წლის განმავლობაში  ქვეყანაში მიმდინარე ყველა ამბავი. არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს შენიშნვნები, რჩევები და რეკომენდაციებიც.

შემაშფოთებელი იყო ე.წ. რუსული კანონის მიღება, რომელიც აგენტებად აცხადებდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს. ყველაზე თავლსაჩინო დანაშაული, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან იქნა ჩადენილი და ასევე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ეს იყო თამაზ გინტურის მკვლელობა, თუმცა წლის განმავლობაში კვლავ გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების მხრიდან როგორც ადამიანების გატაცებები და სხვადასხვა დანაშაულები, ასევე თვითონ მცოცავი ოკუპაციაც, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები