დაშინების მცდელობაა, არავის ეშინია ბარბაროსული მეთოდების - ირაკლი კაკაბაძე სასამართლოს მოლოდინშია

26.01.24 11:58
დაშინების მცდელობაა, არავის ეშინია ბარბაროსული მეთოდების - ირაკლი კაკაბაძე სასამართლოს მოლოდინშია

ირაკლი კაკაბაძე სასამართლო პროცესის ჩანიშვნის მოლოდინშია. მწერალი დილიდან გამომძიებელმა დაიბარა. იმის მიუხედავად, რომ კაკაბაძე საქალაქო სასამართლოსთან იურისტთან ერთად იმყოფება, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ არის ჩანიშნული.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხალხი ხატიაშვილის ოჯახის სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა, მწერალი პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ის ბარბაროსული ქცევა, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა ხელისუფლებამ და რომელსაც ჩადის ყოველდღიურად, პრაქტიკულად, აგრძელებს იმ ბარბაროსულ პოლიტიკას, რომელიც 15 წელზე მეტია, გრძელდება, ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საბრალდებო სკამზე საბოლოო ჯამში ის მევახშეები უნდა დაჯდნენ ბიძინას თამადობით, რომელმაც დაიწყო ეს საქმე.

ერთი მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, კარგად იცოდნენ, არავის ეშინია მათი ბარბაროსული მეთოდების, ბოლომდე დავდგებით და მათ გავასამართლებთ სტრასბურგის სასამართლოს სკამზე,“ - ამბობს კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები