პრემიერს მოსკოვში იმიტომ ეპატიჟებიან, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ისტორიულ არჩევანზე - მანჯგალაძე

26.01.24 12:02
პრემიერს მოსკოვში იმიტომ ეპატიჟებიან, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ისტორიულ არჩევანზე - მანჯგალაძე

ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვშიი ელოდებიან. ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურს, პუტინის რუსეთში ქართული დიასპორის წევრები ეპატიჟებიან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პრემიერის რუსეთში იმიტომ ეპატიჟებიან, რომ "ოცნებისგან" საქმით ერთგულების დამტკიცებას ითხოვენ, რაც ოპოზიციონერის თქმით, იმაში გამოიხატება, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ისტორიულ არჩევანზე.

ეს განცხადება არ არის შემთხვევითი და არ უნდა ჩვათვალოთ თითქოს დიასპორის წარმომადგენელმა გააკეთა. ეს შეთანხმებული იქნება კრემლთან.  ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეუბნებიან, რომ რასაც სიტყვით ერთგულებას გვიმტკიცებდი, გადავიდეთ საქმით ერთგულების დამტკიცების ეტაპზეო. მეტი არაფერი, თუ აფხაზეთს გვიბრუნებენ, პრობლემა არ არის, ჩვენს ჩავალთ მოსკოვში, მაგრამ აქ ხომ რაზეა ლაპარაკი, ყველამ ვიცით, რომ აქ ლაპარაკია, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ისტორიულ არჩევანზე და სახელმწიფოებრიობაზე", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები