სანახაობრივ, თეატრალურ ჩვენებას უფრო ჰგავს, სასამართლო ამ თეატრში მონაწილეობს და მთავარ როლში შედის - იმნაძე

26.01.24 12:07
სანახაობრივ, თეატრალურ ჩვენებას უფრო ჰგავს, სასამართლო ამ თეატრში მონაწილეობს და მთავარ როლში შედის - იმნაძე

"სანახაობრივ, თეატრალურ ჩვენებას უფრო ჰგავს, სამწუხარო ის არის, რომ სასამართლო ამ თეატრში მონაწილეობს ხოლმე და მერე უფრო მთავარ როლში შედის,“ - ამ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურამ იმნაძე აკეთებს.

იმნაძე კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების პროცესების ჩანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მაგალითად, ირაკლი კაკაბაძე სასამართლოში დაიბარეს, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება მისი პროცესი.

როგორც იმნაძე ამბობს, კაკაბაძის შემთხვევაში ცნობილია მხოლოდ ის მუხლები, რასაც ედავებიან, თუმცა მეტი დეტალი განმარტებით ბარათში არ არის. 

არანორმალური არის, რასაც აკეთებს ხოლმე შსს და მერე სასამართლო, როცა ადამიანებს აქ იბარებენ და მერე აყურყუტებენ საათობით, ისიც არ ვიცით, როდის იქნება პროცესი, ვინ არის მოსამართლე - აბსოლუტურად უპატივცემულობაა ადამიანების. შინაარსობრივად არავითარი განმარტება, დასაბუთების წარმოდგენა - გადმოგვეცა უბრალოდ ერთი ფურცელი, სადაც ბლანკეტურად წერია, რომ ირაკლი კაკაბაძეს ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ორ მუხლს - ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, არავითარი დაკონკრეტება ან მტკიცებულებები ამაზე არ არის საუბარი.
სანახაობრივ, თეატრალურ ჩვენებას უფრო ჰგავს, სამწუხარო ის არის, რომ სასამართლო ამ თეატრში მონაწილეობს ხოლმე და მერე უფრო მთავარ როლში შედის,“ - ამბობს გურამ იმნაძე.

 

მსგავსი სიახლეები