მინდა მჯეროდეს, რომ "ოცნების" პრემიერი ამ ნაბიჯს არ გადადგამს - დაუშვილი ღარიბაშვილის მოსკოვში მიპატიჟებაზე
მინდა მჯეროდეს, რომ "ოცნების" პრემიერი ამ ნაბიჯს არ გადადგამს - ასე ეხმაურება გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი ღარიბაშვილის მოსკოვში მიპატიჟებას.
დაუშვილის თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება აღდგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჯარს გაიყვანს.
დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გაიყვანს ჯარს აფხაზეთიდან და ოსეთიდან. იქმდე, რაიმე სახის ვიზიტი, მითუმეტეს ოფიციალური ვიზიტი, იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნი სახელმწიფო ინტერესების უდიდესი დარღვევა.
მე მაინც მჯერ და მინდა მჯეროდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რა მიდგომები და კითხვები არ უნდა არსებობდეს "ოცნების" მიმართ, ამის მიუხედავად "ოცნების" პრემიერ-მინისტრი არ გადადგამს ამ ნაბიჯს. მინდა რომ ამისი მჯეროდეს", - აცხადებს მიხეილ დაუშვილი
წავა თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთში - ირაკლი ღარიბაშვილს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე დიასპორის დღეზე დასასწრებად იწვევს.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მოსაწვევი უკვე გამოუგზავნეს.