"შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები" - სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს

26.01.24 12:39
"შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები" - სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს

"შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები", - სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს.

აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ - შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება და გათავისუფლნენ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულები, რომლებსაც გუშინ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

ვიკავებთ თსუ-ს კანცელარიას მთავარი მოთხოვნებით - შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გაათავისუფლონ დაკავებულები აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია! სამუშაო პროცესი კანცელარიაში შეჩერდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდება ჩვენი ლექტორი და გიორგი ხასაია," - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თსუ-ს შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ თსუ-ს რექტორი პოზიციას არ დააფიქსირებს დაკავებულ ლექტორებთან დაკავშირებით. 

პროტესტმა იფეთქა იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, როგორ სამარცხვინო სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება. მოვუწოდეთ უნივერსიტეტს, რომ გაეკეთებინა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გუშინდელიდან დავაანონსეთ, რომ  არ გავჩერდებოდით, დავიწყებდით ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსავლებს. ჩვენ დღეს დავიკავეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია და ველოდებით ყველა ერთად, ვრჩებით დღეს აქ, ველოდებით მანამ, სანამ უნივერსიტეტი არ ამოიღებს ხმას და არ გააკეთებს საჯარო განცხადებას ამასთან დაკავშირებით,“ - ამბობს „მაისის მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი მარიამ შურღაია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები