ზანდუკელის ქუჩაზე გამოსახლება დროებით გადაიდო

26.01.24 12:58
ზანდუკელის ქუჩაზე გამოსახლება დროებით გადაიდო

ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება დროებით გადაიდო. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ოჯახს 6-თვიანი ვადა მიეცა, რომ კრედიტორთან მოლარაპარაკებები აწარმოონ და მიაღწიონ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახლება ისევ დღის წესრიგში დადგება.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება - უნდა შეწყდეს ერთადერთი საცხოვრისიდან მოქალქაეების გამოსახლება და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები - გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. აქციის მონაწილეები საპროტესტო მარშს მართავენ.
 

მცირეწლოვანი ბავშვებით შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეთ, დაგვიდექით გვერდით, თორემ გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი აქვთ დასაკარგი, რადგან თავისი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

არ არის თანახმა, არ მოდის მოლაპარაკებაზეო, გუშინდელი ინფორმაციით, მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა მოლაპარაკებებზე, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სიმართლეს ეს არ შეესაბამება, არავის დაურეკავს, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მზად ვართ მოლაპარაკებაზე,“ - ელგუჯა ბალახაძე.

აქციის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხასაიას და ჩიქობავას სახელწმიფო აქტიური მოქალაქეების დასანახად სჯის. 

70 ათას დოლარზე შეგვითანხმდა, რომ ნახა, რომ მივუტანეთ ფული კატეგორიული უარი თქვა. ბოლოს და ბოლოს დავამთავროთ ეს მითი, ფული რომ ისესხე, რატომ არ იხდი, ვიხდი, ვინც მაგას იძახის, წამეხმაროს, რომ გარიგებაზე წამოიყვანოს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჭიათურიდან ვარ, პროფესიით ამფეთქებელი ვარ, მაღაროელი ვარ, შემაწუხა ამ უკანონობამ, რაც ხდება. ვისთვისაც ჩვენ ფულს ვიხდით, ვისაც ჩვენ ვქირაობთ, ისინი გვკლავენ და გვანადგურებენ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რატომ არ უნდა მივიტანოთ აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე აღსრულების პოლიციაში 99 ნომერში შეკვეთა - იმიტომ არ უნდა მივიტანოთ, რომ ეგენი არაფრის ღირსი არ არიან, ასევე შსს, რომელიც მაგათ ეხმარებათ და არღვევენ ყველაფერს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები