2024 წლის არჩევნებს ეუთო-ოდირის გარდა, ევროკავშირიც ყურადღებით დააკვირდება - ჰერჩინსკი

26.01.24 13:25
2024 წლის არჩევნებს ეუთო-ოდირის გარდა, ევროკავშირიც ყურადღებით დააკვირდება - ჰერჩინსკი

ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარდა, 2024 წლის არჩევნებს ევროკავშირიც დააკვირდება. ელჩი პაველ ჰერჩინსკი მედიას ეუბნება, რომ ახლა ევროპული გაერთიანების წევრი სახელმწიფოები განიხილავენ გეგმას თუ როგორ და რამდენი ხნით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში.

დიპლომატი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ევროპაში ყურადღებით დააკვირდებიან არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ პოლიტიკური პარტიების კამპანიას და ეს პროცესი ძალადობის გარეშე უნდა წარიმართოს. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზეც დაკვირვება ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინო თავიანთი პროგრამები და უპირველე ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ დენოკრატიულ ქვეყანაში, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

მსგავსი სიახლეები