წავა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მოსკოვში? - რას ამბობენ კობახიძის გუნდში

26.01.24 14:00
წავა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მოსკოვში? - რას ამბობენ კობახიძის გუნდში

წავა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მოსკოვში? - დილიდან, "ქართული ოცნების" წევრები ახსნა-განმარტებებში არიან.

კობახიძის გუნდში ამბობენ რომ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი პუტინის რუსეშთი არ ჩავა, რადგან ოკუპაციის პრობლემა ისევ არსებობს.

შეიძლება რომელირაცა პირს ასეთი სურვილი გააჩნდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სანამ არსებობს ოკუპაცია, სანამ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს ოფიციალური პირის, მითუმეტეს ქვეყნის მეთაურის ვიზიტი მოსკოვში ვერ შედგება", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ხალხის" ძალის ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ის, რომ ქართულ დიასპორას პრემიერთან შეხვედრის სურვილი აქვს, ეს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიოერთობად არ შეიძლება ჩაითვალოს.

რუსეთის ფედერაციასთან უერთიერთობაში მანამ, სანამ დეოკუპაციის პროცესი არ დაიწყება და დასრულდება, ეს პოზიცია ჩვენ გვაქვს და გვექნება. რაც შეეხება ქართული დიასპორის პოზიციას, რომ პრემიერი მათთან იყოს, ეს არის მათი ბუნებრივი სურვილი, მაგრამ ეს, რ თქმა უნდა, ვერ იქნება შემხებლობაში იმ დიპლომატიურ პროცესებთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია", - ამბობს მაჭარაშვილი

წავა თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთში - ირაკლი ღარიბაშვილს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე  დიასპორის დღეზე დასასწრებად იწვევს. 

საქართველოს მთავრობის მეთაურს მოსაწვევი უკვე გამოუგზავნეს. 

 

მსგავსი სიახლეები