ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - რას ამბობენ დაპირისპირებაში მონაწილეები
პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს და "პირველების" არცერთ კითხვას არ პასუხობს.
"ტვ პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში ალბერტ ბოგვერაძე არ საუბრობს, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს წევრსა და ფრაქცია ქართული ოცნების აპარატის თანამშრომელთან, არჩილ გორდულაძესთან.
არაფერი არ მომხდარა საერთოდ,“ - ამბობს ალბერტ ბოგვერაძე „ტვ პირველთან“.
ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აპარატისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
ვიდეომასალაში, რომელიც პარლამენტიდან ვრცელდება, ჩანს, რომ არა დამსწრე პირები პარლალმენტის С კორპუსი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გადაიქცეოდა.
"ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის თანაშემწეა, აგინებს შალვა პაპუაშვილის მრჩეველს.