პროვოკაციებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ - "ოცნება" ამტკიცებს, რომ სადამკვირვებლო მისიების დაკვირვების ობიექტი ოპოზიცია უნდა იყოს

26.01.24 15:37
პროვოკაციებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ - "ოცნება" ამტკიცებს, რომ სადამკვირვებლო მისიების დაკვირვების ობიექტი ოპოზიცია უნდა იყოს

"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ სადამკვირვებლო მისიების დაკვირვების ობიექტი არა თავად, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა გახდნენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მისიების ჩამოსვლას ისინი ოპოზიციის გასაკონტროლებლად ეთანხმებიან. 

ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესის დაზიანებას შეეცდება. 

პირიქით, გვინდა, რომ მუდმივად ვიყოთ დაზღვეული ნებისმიერი პროვოკაციისგან, რაც შეიძლება რადიკალურმა ძალებმა საარჩევნო პროცესის დაზიანების მიზნით წამოიწყონ. აქედან გამომდინარე. ეს არის ჩვენი პირდაპირი ინტერესი, რომ ეს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაკვირვების პროცესი დაიწყონ, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი ამტკიცებს, რომ "არჩევნები ქვეყანაში ისეთ ხარისხში ჩატარდება, როგორც არასდროს". 

გითხარით, რომ თავი დაგენებებინათ სიზმრებისთვის, შავი ხვრელებისთვის, თქვენი ოცნებებისთვის და ა.შ. ამას თუ დაანებებთ თავს, მერე ყველაფერი კარგად გამოჩნება. საერთასორისო მისიები, მათ შორის, დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, იქნებიან, როგორც ყოველთვის, საქართველოში და ჩატარდება არცევნები ისეთ უმაღლეს დონეზე, რომელიც ჯერ არც კი ჩატარებულა, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები